fbpx
  • ქართული
  • მთავარი
  • პაკეტები
  • ჩვენი გუნდი
URBAN GardenURBAN GardenURBAN GardenURBAN Garden
  • ბლოგი
  • გალერეა
  • კონტაქტი
0
  • ჩემი ანგარიში

მოამზადე: ქათმის სალათი

admin
Sep 14, 2020 სწორი კვება 0 Comment

ჩვენი ინსტრუქტორი, ნიკოლოზ ხიპაშვილი (ხიპა) გირჩევთ:

თუ გიყვართ ხორცი, გემრიელად მირთმევა და ამასთან ცდილობთ ჯანსაღად იკვებოთ, თქვენთვის ქათმის სალათის რეცეპტი გვაქვს, რომელიც 78-80 კალორიას არ აღემატება.

 

მოსამზადებლად დაგჭირდება:

  • ჩინური კომბოსტო (300 გრ)
  • ქათმის ფილე (200 გრ)

ინგრედიენტები სოუსისთვის:

  • კვერცხი – 4 ც.
  • მდოგვი – 1 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • ნიორი – 4 კბილი

სოუსის კომპონენტებს ვაბლენდერებთ და ერთიანი მასის მიღების შემდეგ, ვინახავთ მაცივარში.

200 გრამი ქათმის ფილე მოამზადეთ სურვილისამებრ: შეწვით გრილზე ზეითუნის ზეთში, ტაფაზე ან გამოაცხვეთ ღუმელში. 

ჩინურ კომბოსტოსთან ერთად, ხორცი დაჭერით სასურველი ფორმით – წვრილად ან კუბიკებად. სულ ბოლოს კი მოასხით სპეციალური სოუსი.

სალათის შესაზავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ პილპილი, ლიმონის წვენი და ჰიმალაის მარილი (გემოვნებით).

Post Views: 248
გემრიელი კვებადაბალკალორიულინიკოლოზ ხიპაშვილირეცეპტიქათმის სალათიხიპაჯანსაღი კვება
2017 Urbangarden.ge. All Rights Reserved.
TOP.GE