ფიტნესდარბაზი „ურბან გარდენი“ 2017 წლის 15 მაისს გაიხსნა. დარბაზი მშვიდ და მყუდრო ადგილას, ილიას ბაღში (ძველი ვარდების ბაღი) მდებარეობს, სადაც სტუმრობა ყოველთვის სასიამოვნოა. ვარჯიშის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია სუფთა ჰაერზე გაისეირნოს, ზაფხულში კი ჩვენს ჰამაკში მოიკრიბოს ძალები და ლამაზი ბუნებით დატკბეს.

გარემოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონკრეტული მიზნის მიღწევას ცდილობ.
ჩვენთან ზუსტად ის გარემოა, რომელიც თავს თან სახლში გაგრძნობინებს, თან შესაბამის მოტივაციას მოგცემს, რომ გადალახო დაბრკოლებები, მიიღო ახალი გამოწვევები და ჯანსაღი ცხოვრების სტილი შენს ცხოვრებაში შემოუშვა.

ჩვენი ინსტრუქტორები სწორედ ისინი არიან, ვისაც ასეთ დროს უნდა მიმართო. ადამიანები, რომლებმაც არ იციან სიტყვა “ორშაბათიდან” და „ხვალიდან“.

არ გადადო, დაიწყე დღესვე!