fbpx
  • ka
  • მთავარი
  • პაკეტები
  • ჩვენი გუნდი
Urban GardenUrban GardenUrban GardenUrban Garden
  • ბლოგი
  • გალერეა
  • კონტაქტი
0
  • ჩემი ანგარიში

5 რამ, რაც მოტივაციის ასამაღლებლად გჭირდება

Mar 12, 2018 მოტივაცია
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ნებისმიერ საქმეს, მათ შორის ვარჯიშის დაწყებას, სურვილი და მოტივაცია სჭირდება.

მთავარია, მიიღო გადაწყვეტილება, მკაფიოდ ჩამოაყალიბო მიზანი და რაც არ უნდა რთულად მოგეჩვენოს, გადადგი პირველი ნაბიჯი. 

  1. დაწერე – მიზნისა და სასურველი შედეგის განსაზღვრის საუკეთესო საშუალება მისი წერილობით ჩამოყალიბებაა. ჩამოწერე პუნქტებად ყველა ის მიზანი, რომლის მიღწევასაც გეგმავ, არ დაგავიწყდეს მიუთითო ვადა.

  2. თვითშეფასება – გახსოვდეს, რომ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე ფიქრობ. შეუძლებელი არაფერია, ბარიერების უმეტესობას ადამიანები თავადვე ქმნიან.
    შეიქმენი განწყობა და ირწმუნე, რომ ყველაფერი გამოგივა!


  3. ვარჯიში – დაიწყე დღესვე! ვარჯიში შეგმატებს საჭირო ენერგიას, ტონუსს, რწმენას, გაგიუმჯობესებს ყოველდღიურ განწყობას და დაგეხმარება თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენო. 
    ცვლილებებს, რომლებსაც საკუთარ სხეულს მალევე შეატყობ, მოგცემს წინსვლის სტიმულს.


  4.  მოუსმინე მუსიკას – დამტკიცებულია, რომ მუსიკა ვარჯიშის პროცესს მკვეთრად აუმჯობესებს, გხდის ხალისიანს, ენერგიულსა და შედეგზე ორიენტირებულს. თითოეული მუსიკალური ბგერა მოქმედებს და სხეულს რიტმში მოძრაობას აიძულებს.
    შეადგინე საუკეთესო სამოტივაციო მუსიკალური სია (“ფლეილისტი”) და შეუდექი
    საქმეს 😎


  5.  იპოვე თანამოაზრე – ადამიანს ყოველთვის სჭირდება ის, ვინც გაამხნევებს და სტიმულს მისცემს.
    მეგობარი, რომელთანაც საერთო მიზანი გაკავშირებს, დაგეხმარება შეინარჩუნო ნებისყოფა, მოტივაცია და არ გადაუხვიო გზას.


    დაიწყე სასურველი ცვლილებებისათვის ზრუნვა დღესვე, გამოიყენე შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი

    არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც თავს კომფორტულად გრძნობ!

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
Post Views: 287
2017 Urbangarden.ge. All Rights Reserved.
TOP.GE